29 ნოემბერი 2024,   20:47
ვრცლად
ჩვენი მიზანია დავეხმაროთ საქართველოს, უზრუნველყოს კეთილდღეობა ქვეყნის ყველა რეგიონში - კელი დეგნანი

საქართველო- ამერიკას შორის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობები და ქვეყანაში ამერიკული ინვესტიციების მოზიდვა - ეს ის ძირითადი თემებია რაც ამერიკის ელჩმა და საქართველოს ეკონომიკის მინისტრმა შეხვედრისას განიხილეს.

ნათია თურნავას თქმით, პანდემიის მიუხედავად, 2020 წლის I კვარტალის მონაცემით, სწორედ აშშ - დან გაიზარდა ინვესტიციების მოცულობა 34%-ით.

შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა ქვეყნებს შორის სამთო-მოპოვებით სექტორში სამომავლო თანამშრომლობაზეც.

ცნობილი ხდება, რომ ამ მიმართულებით უახლოეს მომავალში დაგეგმილია შესაბამისი მემორანდუმის გაფორმება.

საქმე ეხება აღნიშნულ სექტორში წინასწარი კვლების ჩატარებაზე საქართველოში არსებული წიაღისეულის და მინერალური რესურსების პოტენციალის განსაზღვრის მიზნით.

ამერიკის შეერთებული შტატების საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში კელი დეგნანი აცხადებს, რომ საქართველო ამერიკის ურთიერთობას დიდი წვლილი შეაქვს საქართველოს ეკონომიკის განვითარებაში.

"ჩვენი თანამშრომლობა ბევრ მიმართულებას მოიცავს, რასაც უკვე შეაქვს წვლილი საქართველოს ეკონომიკის განვითარებაში. ჩვენი მიზანია დავეხმაროთ საქართველოს, უზრუნველყოს კეთილდღეობა ქვეყნის ყველა რეგიონში.

ჩვენ გვაქვს საკმაოდ ფართო და მოცულობითი პროგრამები ენერგეტიკის, მცირე და საშუალო წარმოების, სოფლის მეურნეობის და საზღვაო სფეროს მიმართულებით. ჩვენ მჭიდროდ ვთანამშრომლობთ მინისტრთან და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსთან და ველით ჩვენი თანამშრომლობის კიდევ უფრო გაფართოებას საქართველოში მეტი ამერიკული ინვესტიციების მოსაზიდად,"- განაცხადა კელი დეგნანმა.

დღის ამბები