29 ნოემბერი 2024,   20:29
ვრცლად
შეიცვლება თუ არა 13 კონგრესმენის მიერ ხელმოწერილ დოკუმენტში დეტალები - "ოცნების" ლობისტების მორიგი საპასუხო წერილი ვაშინგტონში

ერთი და იმავე შინაარსის წერილი სენატორმა კოლემანმა 13-ჯერ გაგზავნა. კონგრესმენების ანგარიშის საპასუხოდ მომზადებულ გზავნილში, საქართველოს მმართველი პარტიის სახელით, სენატორი წერს, რომ "ქართული ოცნება" შეშფოთებულია ნეგატიურ განცხადებასთან დაკავშირებით, რომელიც პარტიის დამფუძნებელს ბიძინა ივანიშვილს ეხება.

ლობისტების წერილის მიზეზი 13 კონგრესმენის მიერ 10 ივნისით დათარიღებული ანგარიშის ერთი ჩანაწერი გახდა. საუბარია სტრატეგიული დოკუმენტის იმ ნაწილზე, სადაც ბიძინა ივანიშვილი პუტინის მოკავშირედ და რუსეთის სასარგებლოდ დესტაბილიზაციის წყაროდ არის მოხსენიებული.

ოპოზიცია ხელისუფლების ოპტიმიზმს არ იზიარებს. მმართველი გუნდის ოპონენტები დარწმუნებულები არიან, რომ დასავლეთი კარგად ინფორმიერბულია და ბიძინა ივანიშვილისა და "ქართული ოცნების" დაზიანებულ იმიჯს, ლობისტების ხელმოწერილი წერილები ვერ უშველის.

"ქართული ოცნება" კი ეძებს პასუხს კითხვაზე, რატომ გაჩნდა სტრატეგიულ დოკუემენტში, მათი შეფასებით, კონტექსტიდან ამოვარდნილი ჩანაწერი. მმართველ გუნდში ვარაუდობენ, რომ კვალი ოპონენტების ლობისტებთან მიიყვანთ. 

პოლიტიკური შეფასებების ფონზე, ყველა საინტერესო ისაა  მოჰყვება თუ არა "ქართული ოცნების" ლობისტების წერილს ადრესატების რეაქცია და შეცვლის თუ არა გზავნილი 13 კონგრესმენის ანგარიშის შინაარსს - ეს მოგვიანებით გაირკვევა. 

დღის ამბები