29 ნოემბერი 2024,   20:38
ვრცლად
ხარაგაულის დასუფთავების სამსახურის უფროსს უფლებამოსილების გადამეტებაში ადანაშაულებენ

ხარაგაულის დასუფთავების სამსახურის უფროსს უფლებამოსილების გადამეტებაში ადანაშაულებენ. "ნაციონალური მოძრაობის" ინფორმაციით, ის თანამშრომლებს საკუთარ მიწაზე ამუშავებს.

ფაქტის ამსახველ ვიდეომასალას სოციალურ ქსელში ხარაგაულის საკრებულოს ოპოზიციონერი წევრი ავრცელებს.

თორნიკე ავალიშვილი ამტკიცებს, რომ ეს პირველი შემთხვევა არ არის.

"ის აიძულებს თავის თანამშრომლებს და ეუბნება, რომ სამსახურიდან გაათავისუფლებს თუ მის დავალებას არ შეასრულებენ,"- განაცხადა თორნიკე ავალიშვილმა.

ხარაგაულის დასუფთავების სამსახურის უფროსი თემურ ფურცელაძე ბრალდებებს უარყოფს.

"ჯერ ერთი, ჩემთან აღარ მუშაობს და მეორეც, მე არავის არ ვაიძულებ არაფერს. სადაც უნდათ იქ მიდიან დღის საათებში. ავტომობილი იმიტომ ჩანს, რომ დაცლა ვერ მოასწრეს,"- განაცხადა თემურ ფურცელაძემ.

ცნობისთვის, "დასუფთავების და კეთილმოწყობის გაერთიანების" დირექტორი, თემურ ფურცელაძე დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლდა.

დღის ამბები