29 ნოემბერი 2024,   20:36
ვრცლად
ზელიმხან ხანგოშვილის ოჯახი გერმანიის ხელისუფლებას დაცვის გამოყოფას სთხოვს - "დოიჩე ველე"

ხანგოშვილის ოჯახი გერმანიასა და შვედეთში დაცვას მოითხოვს - ინფორმაციას "დოიჩე ველე" ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, განცხადებაში, რომელიც ხანგოშვილის ოჯახის ადვოკატებისგან მიიღეს, 2019 წელს ბერლინში მოკლული საქართველოს მოქალაქის, ზელიმხან ხანგოშვილის ოჯახი გერმანიის ხელისუფლებას დაცვის გამოყოფას სთხოვს.

მოკლულის ოჯახის წევრები მიესალმებიან გერმანიის ფედერალური პროკურატურის მიერ მკვლელობის საქმეზე ბრალის წაყენებას.

ზელიმხან ხანგოშვილი 2019 წლის 23 აგვისტოს მოკლეს გერმანიის დედაქალაქ ბერლინში. 

დღის ამბები