29 ნოემბერი 2024,   20:44
ვრცლად
ლობისტებმა შეაპარეს ერთი წინადადება დოკუმენტში, რომელიც უნდა გასწორდეს - ირაკლი კობახიძე

ყოფილი პარლამენტის თავმჯდომარე და ფრაქცია "ქართული ოცნების" წევრი  ირაკლი კობახიძე "დღის კურიერის" ეთერში აცხადებს, რომ 13 კონგრესმენის მიერ ხელმოწერილ დოკუმენტში, ლობისტების შეცდომაა გაპარული და რეალურად, დოკუმენტში ხელისუფლებას ცუდად არავინ მოიხსენიებს.

ირაკლი კობახიძის განცხადებით, საქართველოს მთავრობას და სახელმწიფოს უცხოელი პარტნიორები მხოლოდ დადებითად აფასებენ.

"ამის მტკიცებულება არის სწორედ ეს დოკუმენტი. მთელს დოკუმენტში საუბარია იმაზე, როგორი წარმატებულია საქართველოს ხელისუფლება და თავად სახელმწიფო. იქვე არის ერთი პატარა ფრაზა, სადაც საუბარია იმაზე, რომ ეს პროამერიკული ხელისუფლება არის რუსეთის მოკავშირე, რაც არის აბსურდი.

ნონსენსია გაპარული. მე მქონდა შეხვედრა ერთ-ერთ სენატორთან, რომელმაც ხელისუფლების და ქვეყნის მიმართ კეთილგანწყობა დააფიქსირა. რამდენიმემ პირად საუბარში დააფიქსირა, რომ ეს იყო ტექნიკური ჯგუფის მიერ მომზადებული დოკუმენტი და ეს ფრაზა მათი ყურადღების ცენტრში არ ყოფილა. ეს სავსებით ნორმალურია, რადგან დოკუმენტი არის 170 გვერდიანი და ამას ხელს აწერენ. 170 გვერდივეს წაკითხვა არის შეუძლებელი. ეს დაადასტურა პირად საუბარში რამდენიმე კონგრესმენმაც. ლობისტებმა შეაპარეს ერთი წინადადება ამ დოკუმენტში, რომელიც უნდა გასწორდეს.

რიკერმა და კელი დეგნანმა გააკეთეს განცხადება, რომ საქართველოს და აშშ-ს შორის დღეს თანამშრომლობა არის უპრეცენდენტოდ მჭიდრო, ეს ყველაფერი ნათელს ხდის იმ წინადადების აზრს, რომ ნამდვილად გაპარულია.

ჩვენი ამოცანაა, რომ დავიცვათ ჩვენი ქვეყნის ინტერესები ფარგლებს გარეთაც. ჩვენ გვქონდა ჩავარდნებიც მაშინ, როდესაც საკონსტიტუციო ცვლილებები ჩავარდა და ამის გამო დაგვჭირდა დრო, რომ აღგვდეგინა კომუნკაცია საერთაშორისო პარტნიორებთან. 

აღვადგინეთ კომუნიკაცია და ამ ყველაფრის შედეგია ის განცხადებები, რომელსაც ჩვენ ახლა ვისმენთ. ახლა კი გვაქვს საკმაოდ მყარი მხარდაჭერა.

დღეს ჩვენი საგარეო გუნდი არის საკმაოდ წარმატებული და ამ გუნდს წარმართავს კახა კუჭავა. ეს პროცესები ჩვენ კარგად დავიწყეთ და ასეც გრძელდება. "ქართულ ოცნებას" ექნება მყარი პოზიციები, როგორც აშშ-ში ასევე ევროპაში,"- განაცხადა ირაკლი კობახიძემ "დღის კურიერის" ეთერში.

დღის ამბები