29 ნოემბერი 2024,   21:48
ვრცლად
თავდაცვის ძალების მოძველებული საბჭოთა წარმოების სპეცტექნიკა თანამედროვე ავტოტრანსპორტით ჩანაცვლდება

თავდაცვის ძალები მსოფლიო ბრენდების ახალი სპეცტექნიკით აღიჭურვება. ახალი სპეცტექნიკის შესყიდვის ხელშეკრულებას დღეს ხელი მოეწერა.

ახალი პროექტის მიხედვით მოძველებული საბჭოთა წარმოების სპეცტექნიკა თანამედროვე მაოფლიო და ევროპული ლიდერი კონპანიების "Man" "iveco" "ford" მიერ წამროებული სპეციალური დანიშნულების ავტოსატრანსპორტო საშუალებებით ჩანაცვლდება.

ჯამში თავდაცვის სამინისტრო 500 ზე მეტი ერთეული სპეციალური დანიშნულების ტექსნიკას შეიძენს.

"ჩვენი პროექტით ვყიდულობთ 500-ზე მეტი ერთეული სპეციალური დანიშნულების სპეცტექნიკას. ისეთი მსოფლიო და ევროპული ლიდერი მწარმოებლები, როგორიც არის გერმანული "მანი", იტალიური "ივეკო" და ამერიკული „ფორდი“- აღნიშნული კომპანიების სახელები და ავტორიტეტი ადასტურებს, რომ ჩვენს მთავარ პრინციპს - ყველაფერი საუკეთესო ჯარს, რეალობაში ვნერგავთ. პროექტის საერთო თანხას თავდაცვის უწყება ეტაპობრივად, განვადებით, რამდენიმე წლის განმავლობაში გადაიხდის,"-განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

დღის ამბები