3-მდე გაიზარდა აფეთქების შედეგად დაღუპულთა რიცხვი უკარინაში. კიევის საგანგებო სიტუაციების სამსახურის განცხადებით, კორპუსში, სადაც აფეთქება მოხდა, მესამე ცხედარი იპოვეს. 9-სართულიანი საცხოვრებელი სახლიდან ევაკუირებულია ათობით ადამიანი.
აფეთქების გამომწვევ მიზეზად ბუნებრივი აირის გაჟონვა სახელდება. მომხდარზე გამოძიება უსაფრთხოების წესების დარღვევის მუხლით მიმდინარეობს.