29 ნოემბერი 2024,   21:40
ვრცლად
ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში კორონავირუსის დიაგნოზით 1 პაციენტი დაემატა

ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში კორონავირუსის დიაგნოზით ერთი პაციენტი დაემატა. 41 წლის ქალი კლინიკაში კარანტინიდან გადაიყვანეს. მას თურქეთში მოგზაურობის ისტორია აქვს.

კლინიკის ინფორმაციით, მისი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.  დღეს კლინიკას ერთი გამოჯანმრთელებული პაციენტიც დატოვებს.

ამ დროისთვის კლინიკაში კორონავირუსის დიაგნოზით შვიდი პაციენტია.

დღის ამბები