29 ნოემბერი 2024,   20:47
ვრცლად
"ვულოცავ საქართველოს!... მე თქვენ გვერდით ვდგავარ" - ადამ კინზინგერი ცვლილებების პირველი მოსმენით მიღებას ეხმიანება

ამერიკელი რესპუბლიკელი კონგრესმენი ადამ კინზინგერი საქართველოს საკონსტიტუციო ცვლილებების პირველი მოსმენით მიღებას ულოცავს. კონგრესმენმა ამის შესახებ „ტვიტერზე“ დაწერა.

"ვულოცავ საქართველოს! გრძელი გზა იყო, თუმცა ამად ღირდა. პრემიერ-მინისტრ გახარიას, პარლამენტის სპიკერ თალაკვაძეს, ოპოზიციის ლიდერებს და საქართველოს მოქალაქეებს, მე თქვენ გვერდით ვდგავარ!" - წერს კინზინგერი.

პარლამენტმა დღეს პირველი მოსმენით საკონსტიტუციო ცვლილებები მიიღო.

საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტის თანახმად, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები შერეული საარჩევნო სისტემითა (120 პროპორციული, 30 მაჟორიტარული) და 1%-იანი ბარიერით ჩატარდება. კანონპროექტი გულისხმობს ე.წ. 40%-იან ჩამკეტ მექანიზმსაც. კერძოდ, პარტია, რომელიც 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე პროპორციული სისტემით 40.54%-ზე ნაკლებ მხარდაჭერას მიიღებს, მთავრობის დამოუკიდებლად ფორმირებას ვერ შეძლებს.

 

დღის ამბები