29 ნოემბერი 2024,   20:37
ვრცლად
ვირუსის სახიფათო ფაზა - სპეციალისტები კორონავირუსის კონტროლის დაცვის მექანიზმებზე მუშაობენ

მსოფლიო და საქართველო ახალ სახიფათო ფაზაში შევიდა. დაწესებული შეზღუდვების მოხსნის შემდეგ ადამიანებმა თავისუფალი ცხოვრება დაიწყეს და ნაკლებ ყურადღებას აქცევენ იმ წესების დაცვას, რომელიც COVID - 19-ის შეკავების შანსს იძლევა. ასეთ დროს ვირუსი იღებს ისეთ მაშტაბურ სახეს, რომ შემდგომ ქმედებას და შეზღუდვებს ძნელად დაექვემდებარება. საქართველოში ახლა, ეკონომიკის გახსნის პარალელურად, სპეციალისტები ვირუსის კონტროლის დაცვის მექანიზმებზე მუშაობენ.

ყველა ქვეყანა COVID - 19-ის წინააღმდეგ სხვადასხვა მეთოდს და ტაქტიკას იყენებს. თავად ადამიანებიც საკუთარი თავისებურებებიდან გამომდინარე იცავენ აუცილებელ საჭიროებებს. სპეციალისტები ამბობენ, რომ საქართველო სწორედ ისეთი ქვეყნების რიცხვს მიეკუთვნება სადაც მოქალაქეების დახმარებით ეპიდსიტუაცია კონტროლს ექვემდებარება.

სპეციალისტებისთვის გასაგებია, რომ საზოგადოებას სახლში ყოფნა მობეზრდა. თუმცა ინფექციონისტები, რომელთაც 10 საათზე მეტ ხანს უწევდათ და უწევთ სპეცეკიპირებით ყოფნა ვირუსით დაავადებულ პაციენტებთან, მოქალაქეებს სიფრთხილის დაცვის აუცილებლობისკენ მოუწოდებენ.

რამდენად შეძლებენ მოქალაქეები რეგულაციების შესრულებას, ეს თითოეული ადამიანის პასუხისმგებლობაზეა დამოკიდებული, რადგან დღემდე უცნობია კორონავირუსის მახასიათებლები და არავინ იცის, თუ როგორ ხასიათს გამოიჩენს ვირუსი, როგორ განვითარდება ეპიდსიტუაცია. სპეციალისტები ზაფხულის თვეებში დიდი საფრთხეებს და აფეთქებას არ ელოდებიან.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია ქვეყნებს მოახლოებული საშიშროების შესახებ აფრთხილებს. ეკონომიკური საქმიანობის აღდგენის პარალელურად, ორგანიზაცია შესაბამისი ზომების მიღების აუცილებლობაზე საუბრობს, რომ ვირუსი სწრაფად არ გავრცელდეს და უამრავი ადამიანი და ქვეყანა ისევ რისკის ქვეშ არ აღმოჩნდნენ.

დღის ამბები