29 ნოემბერი 2024,   20:49
ვრცლად
აშშ-ის საელჩო პარლამენტს ცვლილების პირველი მოსმენით მიღებას ულოცავს - დიპლომატიური უწყება განცხადებას ავრცელებს

ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო ქართველ დეპუტატებს საკონსტიტუციო ცვლილების პირველი მოსმენით მიღებას ულოცავს, განცხადება უწყების "ფეისბუქის" გვერდზე განთავსდა. 

"აშშ-ის საელჩო ულოცავს პარლამენტის წევრებს საქართველოს საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით საკონსტიტუციო ცვლილების პირველი მოსმენით მიღებას. ეს არის გაზრდილი საპარლამენტო პლურალიზმისკენ გადადგმული მნიშვნელოვანი პირველი ნაბიჯი. ჩვენ იმედი გვაქვს, რომ ამ საკანონმდებლო ცვლილებებს ფართო მხარდაჭერით მიიღებენ და მოვუწოდებთ ყველა მხარეს, 8 მარტის შეთანხმების სრულად შესრულებისაკენ," - ნათქვამია განცხადებაში. 

საქართველოს პარლამენტმა დღეს პირველი მოსმენით საკონსტიტუციო ცვლილებები მიიღო.

საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტის თანახმად, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები შერეული საარჩევნო სისტემითა (120 პროპორციული, 30 მაჟორიტარული) და 1%-იანი ბარიერით ჩატარდება. კანონპროექტი გულისხმობს ე.წ. 40%-იან ჩამკეტ მექანიზმსაც. კერძოდ, პარტია, რომელიც 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე პროპორციული სისტემით 40.54%-ზე ნაკლებ მხარდაჭერას მიიღებს, მთავრობის დამოუკიდებლად ფორმირებას ვერ შეძლებს.

დღის ამბები