29 ნოემბერი 2024,   20:38
ვრცლად
საქორწილო ბიზნესი გაკოტრების პირას- ჯავშნების 90% გაუქმებულია

სადღესასწაულო და საქორწილო დეკორაციები რამდენიმე თვეა, დასაწყობებულია. კორონავირუსის პანდემია ამ ინდუსტრიაში დასაქმებულებს მნიშვნელოვნად შეეხო.

ივენთ-მენეჯერები ფინანსურ ზარალზე საუბრობენ. ქორწილების და სადღესასწაულო ღონისძიებების 90 პროცენტი გაუქმებულია.

"ქლიქ ივენთში" ამბობენ, რომ რეგულაციებამდე, იმისთვის, რომ წვეულება არა უბრალო თავყრილობა არამედ, საინტერესო და შინაარსიანი გამოსულიყო, ივენთ-მენეჯერები ძალებს არ იშურებდნენ. ჰყვებიან, რომ მათ მიერ ორგანიზებული მასშტაბური წვეულებები ყველა ასაკის ადამიანისთვის იყო გამიზნული, დღეს კი, პანდემიით მიყენებულ ზარალსა და გაუქმებულ პროექტებზე საუბრობენ.

ჯავშნების დიდი ნაწილი გაუუქმდათ ფოტოგრაფებს და ვიდეოოპერატორებს. ანდრო თათარაშვილი ფოტოგრაფად 7 წელია მუშაობს, მას შემოსავლის სხვა წყარო არ აქვს. უკვე სამი თვეა უმუშევარია და ფინანსური კრიზისის გამო, საკუთარი ტექნიკის ლომბარდში ჩაბარებაც მოუხდა.

მომხმარებლების გარეშე დარჩნენ საქორწილო სალონებიც. საქორწინო კაბები აღარც ქირავდება და აღარც იყიდება. მაღაზიის მფლობელები ამბობენ, რომ სახელმწიფოს და ბანკის წინაშე აღებულ ვალდებულებებთან შემოსავლის გარეშე დარჩნენ.

ქორწილის, იუბილეს ან სხვა მასშტაბური ღონისძიებების გადახდის შემთხვევაში, ფიზიკური პირები 2000, ხოლო იურიდიული პირები 10 000 ლარით დაჯარიმდებიან. რეგულაციის განმეორებით დარღვევის შემთხვევაში კი, სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა არის გათვალისწინებული.

დღის ამბები