29 ნოემბერი 2024,   20:48
ვრცლად
საოკუპაციო რეჟიმის მიერ სოფელ ახალუბანთან დაკავებული 60 წლამდე მამაკაცი გათავისუფლებულია

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალუბნდან საოკუპაციო რეჟიმის მიერ დაკავებული 60 წელს გადაცილებული მწყემსი ჯუმბერ ფსიტიძე გათავისუფლებულია.

ინფორმაცია სუსმა "კურიერს" დაუდასტურა.

უწყების ცნობით, გააქტიურებული იყო ცხელი ხაზი და ინფორმირებულები იყვნენ ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლები.

საოკუპაციო რეჟიმმა 60 წლამდე მწყემსი დღეს გაიტაცა.

დღის ამბები