29 ნოემბერი 2024,   20:46
ვრცლად
ჩვენ ძალიან ახლო მჭიდრო კონტაქტი გვაქვს გიორგი მარგველაშვილთან და ჩვენი ხედვები ერთმანეთს ემთხვევა-ბადრი ჯაფარიძე

პოლიტიკური მოძრაობის "ლელო საქართველოსთვის" გენერალური მდივანი ბადრი ჯაფარიძე აღნიშნავს, რომ ოპოზიციონერ კოლეგებთან კონსულტაციები გრძელდება.

"აუცილებლად გავმართავთ კონსულტაციებს ჩვენს ოპოზიციურ კოლეგებთან, რომ ვნახოთ შესაძლებელია თუ არა ჩვენი ძალების გაერთიანება. ჩვენ ძალიან ახლო მჭიდრო კონტაქტი გვაქვს გიორგი მარგველაშვილთან და ჩვენი ხედვები ერთმანეთს ემთხვევა,"- განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.

"ერთიანი საქართველო - დემოკრატიული მოძრაობის" მთავარი საბჭოს წევრი ანზორ ბიწაძე, აცხადებს, რომ  კანდიდატებზე მსჯელობა ჯერ კიდევ მიმდინარეობს.

"დატოვებულია ოლქები იმ პრინციპით, რომ მიმდინარეობს ჯერ კიდევ კანდიდატებზე მსჯელობა. კანდიდატების კონკურენტუნარიანობა იქნება გადამწყვეტი ამ ორ კონკრეტულ ოლქში,"- განაცხადა ანზორ ბიწაძემ.

შეგახსენებთ, რომ რამდენიმე ოლქში, რომელი მაჟორიტარი იყრის კენჭს უკვე ცნობილია. ნაძალადევში კენჭს "ლეიბორისტული პარტიის" ლიდერი შალვა ნათელაშვილი იყრის; მთაწმინდაზე მანდატისთვის შალვა შავგულიძე იბრძოლებს; ვაკეში გაერთიანებული ოპოზიცია "ევროპული საქართველოს" წევრის ელენე ხოშტარიას კანდიდატურას დააყენებს; სამგორის მაჟორიტარულ ოლქში "ნაციონალური მოძრაობის" ორი წევრიდან ერთ-ერთი - ლევან ხაბეიშვილი ან ზაალ უდუმაშვილი იყრის კენჭს; გლდანში მაჟორიტარობისთვის ნიკა მელია იბრძოლებს, ხოლო ისნის მაჟორიტარობის კანდიდატი გიორგი ვაშაძე იქნება.

დღის ამბები