29 ნოემბერი 2024,   20:50
ვრცლად
დიდი ბრიტანეთის ქალაქ რედინგში მომხდარ თავდასხმას ტერორისტულ აქტის კვალიფიკაცია მიანიჭეს

დიდი ბრიტანეთის ქალაქ რედინგში მომხდარ თავდასხმას ტერორისტულ აქტის კვალიფიკაცია მიანიჭეს. ამის შესახებ ინფორმაციას "ბიბისი" ავრცელებს. თავდასხმა ქალაქის პარკში გუშინ მოხდა.

ცივი იარაღით მიყენებული ჭრილობების შედეგად გარდაიცვალა სამი ადამიანი, კიდევ სამი დაჭრილი კი საავადმყოფოში გადაიყვანეს.

თავდამსხმელი 25 წლის მამაკაცია, რომელიც პოლიციამ შემთხვევის ადგილზე დააკავა. წინასწარი ცნობებით, ის წარმოშობით ლიბიელია.

დღის ამბები