სერბეთში ოპოზიციის ბოიკოტის ფონზე მიმდინარეობს საპარლამენტო არჩევნები, რომელიც, როგორც ვარაუდობენ, გაამყარებს პრეზიდენტ ალექსანდარ ვუჩიჩის მმართველი პარტიის ძალაუფლებას.
ეს ევროპაში პირველი ეროვნული არჩევნებია მას შემდეგ, რაც კორონავირუსის პანდემიამ მოიცვა კონტინენტის უდიდესი ნაწილი.
საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის თანახმად, 21 ივნისის კენჭისყრაში ვუჩიჩის სერბეთის პროგრესული პარტია, რომელიც რვა წლის განმავლობაში მართავს ქვეყანას, ხმების დაახლოებით 60%-ის მოპოვებას შეძლებს. რამდენიმე ლიბერალური და მემარჯვენე ოპოზიციური პარტია, რომელიც გაერთიანებულია "ალიანსში სერბეთისთვის", კენჭისყრის ბოიკოტის მოწოდებით გამოდის. მათი თქმით, უსამართლო საარჩევნო გარემოს კიდევ უფრო ამძიმებს კორონავირუსის პანდემია.