29 ნოემბერი 2024,   20:32
ვრცლად
მინეაპოლისში სროლის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა

მინეაპოლისში სროლის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა და 11 დაიჭრა. გარდაცვლილის ვინაობა სამართალდამცავებს არ დაუსახელებიათ. უცნობია, არიან თუ არა დაკავებულები.

როგორც ცნობილია, ინციდენტი ქალაქის სამხრეთ ნაწილში მოხდა.

შეგახსენებთ, რომ მინეაპოლისში 25 მაისს პოლიციის მხრიდან ძალის გამოყენების დროს აფროამერიკელი ჯორჯ ფლოიდი გარდაიცვალა, რასაც საპროტესტო აქციები მთელ აშშ-ში მოჰყვა. ამის გამო, ადგილობრივმა ხელისუფლებამ პოლიციის რეფორმირება და სამართალდამცავებისთვის დაფინანსების შემცირება მოითხოვა, თუმცა რეფორმის გეგმა საბოლოოდ ჯერ არ დაუმტკიცებიათ.

დღის ამბები