29 ნოემბერი 2024,   20:27
ვრცლად
ჩვენ ყველამ უნდა გავამაგროთ ის ადამიანები, ვინც "ოცნებას" მოუგებენ - ანა დოლიძე

სამოქალაქო მოძრაობა ”ხალხისთვის” დამფუძნებელი ანა დოლიძე აცხადებს, რომ კონკრეტული გადაწყვეტილება მაჟორიტარობასთან დაკავშირებით ჯერჯერობით არ მიუღია.

"კონკრეტული გადაწყვეტილება, ჯერჯერობით, არ მიმიღია. შესაბამისად ამ ეტაპზე ვერაფერს ვიტყვი. ეს არჩევნები არის ძალიან მნიშვნელოვანი, რომ ეს ორმეფობა დასრულდეს. ჩვენ ყველამ უნდა გავამაგროთ ის ადამიანები, ვინც "ოცნებას" მოუგებენ. მანამდე გასაგებია, რომ შესაძლოა კონსულტაციები და დიალოგი იყოს,"- განაცხადა ანა დოლიძემ.

შეგახსენებთ, რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრმა ანა დოლიძემ, სამოქალაქო მოძრაობის ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა და პარლამენტის დამოუკიდებელმა დეპუტატმა ლევან კობერიძემ მემორანდუმს ხელი მოაწერეს და ახალი პოლიტიკური პლატფორმა შექმნეს. 

დღის ამბები