აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ იმ შემთხვევაში, თუ ნოემბერში პრეზიდენტად ჯო ბაიდენი იქნება არჩეული, ქვეყნის სათავეში ამაოხრებლები მოვლენ. ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა ქალაქ ტალსაში გამართულ მიტინგზე განაცხადა.
მისივე თქმით, ჯო ბაიდენის ხელისუფლებაში მოსვლა რადიკალურ მემარცხენეებს გაათამამებს და ისინი შეეცდებიან ფართომასშტაბიანი დარტყმა მიიტანონ ამერიკული ცხოვრების წესზე.