29 ნოემბერი 2024,   20:42
ვრცლად
"მე დავითვალე 142 ხმა, რომელიც მხარს უჭერდა 8 მარტის საკონსტიტუციო შეთანხმებას" - კარლ ჰარცელი ცვლილებების პირველი მოსმენით მიღებას მიესალმება

საქართველოში ევროკავშირის ელჩი კარლ ჰარცელი საქართველოში საკონსტიტუციო ცვლილებების პირველი მოსმენით მხარდაჭერას "ტვიტერში“ ეხმაურება.

როგორც კარლ ჰარცელი წერს, იმედი აქვს, რომ ყველა მხარე აიღებს პასუხისმგებლობას საბოლოო წარმატების მისაღწევად.

"მე დავითვალე 142 ხმა, რომელიც მხარს უჭერდა 8 მარტის საკონსტიტუციო შეთანხმებას. მივესალმები, რომ პარლამენტმა დღეს 136 ხმით, პირველი მოსმენით დაუჭირა მხარი საკონსტიტუციო ცვლილებებს. ვიმედოვნებ ყველა მხარე აიღებს პასუხისმგებლობას, რომ საბოლოო წარმატება იქნეს მიღწეული,"- აღნიშნა ჰარცელმა.

შეგახსენებთ, რომ პარლამენტმა დღეს პირველი მოსმენით საკონსტიტუციო ცვლილებები მიიღო.

საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტის თანახმად, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები შერეული საარჩევნო სისტემითა (120 პროპორციული, 30 მაჟორიტარული) და 1%-იანი ბარიერით ჩატარდება. კანონპროექტი გულისხმობს ე.წ. 40%-იან ჩამკეტ მექანიზმსაც. კერძოდ, პარტია, რომელიც 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე პროპორციული სისტემით 40.54%-ზე ნაკლებ მხარდაჭერას მიიღებს, მთავრობის დამოუკიდებლად ფორმირებას ვერ შეძლებს.

დღის ამბები