29 ნოემბერი 2024,   20:29
ვრცლად
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ქვედა გეგუთის მოსახლეობამ აქცია გამართა

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ქვედა გეგუთის მოსახლეობამ აქცია გამართა. ადგილობრივები სოფელში არსებულ პრობლემებს აპროტესტებენ.

მათი თქმით, სოფელს გზის, წყლის, კანალიზაციის და ნაგვის ურნების პრობლემა წლებია აქვს და ამ დრომდე არ მოგვარებულა.

მოსახლეობა ამბობს, რომ ხელისუფლება საარჩევნოდ დაპირებებს გასცემს, პრობლემას კი მხოლოდ საკუთარ მხარდამჭერებს უგვარებს და გზასაც მათ უბანში აგებენ.

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქცია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე მამუკა საღარეიშვილი აცხადებს, რომ სოფლებში ძალიან ბევრი პრობლემაა.

"ამ სოფლებში ძალიან ბევრი პრობლემაა. გზას არ აკეთებენ და წყალი აქ არ მოდის,"- განაცხადა მამუკა საღარეიშვილმა.

დღის ამბები