29 ნოემბერი 2024,   21:50
ვრცლად
როცა ასამბლეის პრეზიდენტი არის ეროვნებით რუსი, როგორ შეიძლება გაგიკვირდეს, რომ რომელიღაც პანელს გაუძღვეს - ზაქარია ქუცნაშვილი გავრილოვზე

გურამ როგავასთან "შაბათის კურიერის" ინტერვიუში 2019 წლის 20 ივნისის მოვლენებს იხსენებს ზაქარია ქუცნაშვილიც, რომელიც ასამბლეის საქართველოში გამართვის ერთ-ერთი მთავარი ინიციატორი და სერგეი გავრილოვის მასპინძელი იყო:

"როცა ასამბლეის არჩეული პრეზიდენტი არის ეროვნებით რუსი და შენ ეს წინასწარ იცი, როგორ შეიძლება გაგიკვირდეს, რომ ის შეიძლება რომელიღაც პანელს გაუძღვეს. ჩემს თანაგუნდელებს იმიტომ გაუკვირდათ, რომ ძალიან ემოციური ფონი შეიქმნა და ზოგიერთი ჩემი თანამებრძოლი შეშინდა კიდეც. მამუკას გაუკვირდა ეს მისი უფლებაა," - განაცხადა ზაქარია ქუცნაშვილმა და იმ ქალაქების ჩამოთვლა დაიწყო, სადაც სერგეი გავრილოვი როგორც მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის პრეზიდენტი ისე გამოვიდა, ჩამოთვლილ ქალაქებს შორის იყო რომი და ათენი. ჟურნალისტის რეპლიკაზე, რომ იტალია არ აქვს რუსეთს ოკუპირებული ზაქარია ქუცნაშვილმა განაცხადა, რომ ამ ლოგიკით საქართველომ ევროპის საბჭოც უნდა დატოვოს, რადგან რუსეთი იქაც არის.

თუ ჩვენ მართლმადიდებელ სამყაროს, ამ 23 ქვეყანას მივატოვებთ იმის გამო, რომ რუსეთია იქ ერთ-ერთი წევრი, ამ ლოგიკით ევროპის საბჭოც უნდა მივატოვოთ, უნდა ვიყოთ და ვიბრძოლოთ ჩვენი ეროვნული ინტერესებისთვის, - განაცხადა ზაქარია ქუცნაშვილმა.

დღის ამბები