29 ნოემბერი 2024,   21:39
ვრცლად
20 ივნისის მოვლენებიდან გასული 1 წელი - რა განცხადებები გააკეთეს სამოქალაქო აქტივისტებმა და ოპოზიციამ პანდემიის პირობებში გამართულ აქციაზე

20 ივნისის მოვლენების ერთი წლისთავზე ანტისაოკუპაციო მიტინგი რუსთაველის გამზირზე ისევ გაიმართა. პანდემიას მომიტინგეებისთვის ხელი არ შეუშლია, რომ შეკრება რუსთაველზე ისევ შემდგარიყო, თუმცა ამჯერად ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციების დაცვით.

მიტინგზე გამომსვლელებმა ის პროცესები შეაფასეს, რომლებიც 20 ივნისის ისტორიული თარიღის შემდეგ განვითარდა. აქციის მონაწილეების თქმით, დაპირებები, რომლებიც სამოქალაქო საზოგადოებამ საკუთარი სისხლის ფასად მიიღო, ბოლომდე ისევ არაა შესრულებული.  მომიტინგეები ხელისუფლებას  ოკუპანტ რუსეთთან შემრიგებლური პოლიტიკის გამო აკრიტიკებდნენ.

როგორც აქციაზე გამომსვლელებმა განაცხადეს, საქართველოს მოქალაქეების არჩევანი დასავლური ღირებულებები და ქვეყნის დემოკრატიული განვითარებაა და ხელისუფლებას მოუწევს შეასრულოს მოქალაქეების ეს დაკვეთა.

 

ფოტოს ავტორი - ნიკოლოზ ურუშაძე

დღის ამბები