29 ნოემბერი 2024,   21:34
ვრცლად
ევროპარლამენტმა "აღმოსავლეთ პარტნიორობის" შესახებ რეზოლუცია დაამტკიცა - ოპოზიციაში დოკუმენტს მიესალმებიან, თუმცა არასაკმარისად მიიჩნევენ

ევროპარლამენტმა პლენარულ სხდომაზე "აღმოსავლეთ პარტნიორობის" ქვეყნების მხარდასაჭერი რეზოლუცია ხმათა უმრავლესობით დაამტკიცა. ევროპის სათათბირო ორგანო, საქართველოს, მოლდოვასა და უკრაინაში რუსეთის ქმედებას გმობს და ევროპის საბჭოს ქვეყნებისთვის ევროინტეგრაციის გზაზე დახმარებისკენ მოუწოდებს. საქონლის, კაპიტალის, მომსახურებისა და სამუშაო ძალის თავისუფალი გადაადგილებისაკენ მოწოდება, რეზოლუციის მთავარ გზავნილს წარმოადგენს.

ევროპარლამენტარების რეზოლუციას მიესალმებიან, თუმცა არასაკმარისად მიიჩნევენ ოპოზიციაში. პოლიტიკოსები ხელისუფლებას ევროპასთან დაახლოების გზაზე მეტი აქტიურობისკენ მოუწოდებენ და აცხადებენ, რომ ამ კუთხით ქვეყანაში დემოკრატიული არჩევნების ჩატარება გადამწყვეტ როლს ითამაშებს.

აღმასრულებელ და საკანონმდებლო ხელისუფლებაში "აღმოსავლეთ პარტნიორობის" ქვეყნების ევროკავშირთან კიდევ უფრო დაახლოების მცდელობას, მათ მიერ გატარებულ ინსტიტუციურ რეფორმებს უკავშირებენ. ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ ევროკავშირთან ეკონომიკურად კიდევ უფრო დაახლოება საქართველოს მომდევნო წლების მთავარი ამოცანა იქნება.

ცალსახად პოზიტიური ტექსტი, რომელიც საქართველოს გაძლიერებას ემსახურება მიზნად - ასე აფასებენ რეზოლუციას საექსპერტო წრეებში. თუმცა ანალიტიკოსების ნაწილის აზრით, დოკუმენტი უფრო ეფექტური მაშინ იქნებოდა, მისი მოთხოვნები "აღმოსავლეთ პარტნიორობის" პირველ ონლაინსამიტზეც, რომ გაჟღერებულიყო.

მეორე ნაწილის მოსაზრებით კი ევროპარლამენტარების ერთსულოვნება ქვეყანას სრულიად ახალ შესაძლებლობებს გაუჩენს.

507 ხმა 119-ის წინააღმდეგ, ევროპარლამენტში "აღმოსავლეთ პარტნიორობის" მხარდამჭერი რეზოლუციის ხმები ასე გადანაწილდა. ევროპის სათათბირო ორგანოს წევრები დაახლოების პაკეტის ძალაში შესასვლელად ქვეყნებში დემოკრატიული განვითარების პროცესს აქტიურად დააკვირდებიან.

დღის ამბები