29 ნოემბერი 2024,   21:34
ვრცლად
მოთმინება გვაიძულებს ჩვენი მომავალი საფრთხის წინაშე არ დავაყენოთ - ირაკლი ოქრუაშვილი

რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციაზე "გამარჯვებული საქართველოს" თავმჯდომარე ირაკლი ოქრუაშვილი მივიდა. მისი განცხადებით, ერთ თვეზე მეტია, რაც განსაკუთრებული მოთმინებით უდგება ოპოზიცია ხელისუფლების სითავხედესა და მათდამი შეურაცხყოფას.

"ერთ თვეზე მეტია, განსაკუთრებული მოთმინებით ვუდგებით ხელისუფლების სითავხედესა და ჩვენდამი შეურაცხყოფებს. ეს მოთმინება გვაიძულებს იმას, რომ ჩვენი მომავალი საფრთხის წინაშე არ დავაყენოთ. ჩვენი ქვეყნის ერთადერთი გამოსავალი არჩევნების მშვიდად ჩატარებაა და ამისათვის ყველამ უნდა მოვინდომოთ.

ხელისუფლებას თუ სურს საკუთარი იმიჯის რეაბილიტაცია, უნდა აღიაროს შეცდომები. ყველაზე მნიშვნელოვანი კი არის, რომ პოლიტიკური პროცესები მაქსიმალური პასუხისმგებლობით გაგრძელდეს. ვგულისხმობ იმას, რომ საკონსტიტუციო ცვლილებები უნდა იყოს მიღებული,"- აცხადებს პოლიტიკური მოძრაობა "გამარჯვებული საქართველოს" თავმჯდომარე ირაკლი ოქრუაშვილი. 

 

დღის ამბები