29 ნოემბერი 2024,   21:36
ვრცლად
დაუჭერს თუ არა "ნაციონალური მოძრაობა" მხარს საკონსტიტუციო ცვლილებებს - პარტიის გადაწყვეტილება ხვალ გახდება ცნობილი

შევა თუ არა "ნაციონალური მოძრაობის" საპარლამენტო ფრაქცია ხვალ პარლამენტში კენჭისყრაზე საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტის მხარდასაჭერად - "ნაციონალური მოძრაობის" პოლიტიკური საბჭოს წევრი ზაალ უდუმაშვილი აცხადებს, რომ ამის შესახებ პარტიის გადაწყვეტილება ხვალ გახდება ცნობილი.

"ჩვენი გადაწყვეტილება ხვალ დილით გამოცხადდება. სავარაუდოდ, დღეს ღამე შევიკრიბებით. მთავარი არის ის ხმები, რომელიც ბიძინა ივანიშვილს არ მისცემს იმის საშუალებას, რომ საკონსტიტუციო ცვლილებები ჩააგდოს. ეს ხმები მათ შორის ოპოზიციის დახმარებითაც არსებობს. ამას ბიძინა ივანიშვილი პირველი მოსმენით ვერ ჩააგდებს. ამის შემდეგ კი დღის წესრიგში კვლავ გიორგი რურუას საკითხი დადგება. ჩვენ ჩვენს პირობას შევასრულებთ, მაგრამ ხელისუფლებამაც უნდა შეასრულოს თავისი პირობა,"- აცხადებს "ნაციონალური მოძრაობის" პოლიტიკური საბჭოს წევრი ზაალ უდუმაშვილი. 

დღის ამბები