29 ნოემბერი 2024,   21:29
ვრცლად
ჩვენ ხვალინდელ მხარდაჭერასთან დაკავშირებით თავს შევიკავებთ - ლევან ბეჟაშვილი საკონსტიტუციო ცვლილებებზე

"ნაციონალური მოძრაობის" წევრი ლევან ბეჟაშვილი აცხადებს, რომ საკონსტიტუციო ცვლილებების მხარდაჭერასთან დაკავშირებით პარტიაში განსხვავებული პოზიციები ფიქსირდებოდა, თუმცა საბოლოოდ ბეჟაშვილი მიიჩნევს, რომ ენმ საკონსტიტუციო ცვლილებების მხარდაჭერისგან თავს შეიკავებს:

"ხვალინდელ დღესთან დაკავშირებით პარტიაში განსხვავებული პოზიციები ფიქსირდებოდა, თუმცა,გამომდინარე იქიდან, რომ "ქართულ ოცნებას" ოფიციალური განცხადება აქვს გაკეთებული, რომ საკონსტიტუციო ცვლილებებს ჩავარდნა არ ემუქრება და მას საკმარისი ხმები აქვს, ჩვენ ხვალინდელ მხარდაჭერასთან დაკავშირებით თავს შევიკავებთ იმდენად, რამდენადაც პატივს ვცემთ და ხაზს ვუსვამთ იმ შეთანხმების მნიშვნელობას, რომელიც მიღწეული იყო 8 მარტს, ჩვენ მხარს ვუჭერთ საკონსტიტუციო ცვლილებებს, მაგრამ შეთანხმების ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილია და პატივი უნდა სცეს ამ შეთანხმების ყველა მონაწილემ, რომ გიორგი რურუა  პოლიტპატიმრად  აღიარებულია არა მარტო ქვეყნის შიგნით, არამედ ქვეყნის გარეთაც, მნიშვნელოვანია რომ გათავისუფლდეს," - განაცხადა ლევან ბეჟაშვილმა.

დღის ამბები