29 ნოემბერი 2024,   21:38
ვრცლად
ერთი მოსმენით დავუჭერთ მხარს საკონსტიტუციო ცვლილებებს, აღარ მივცემთ "ოცნებას" საშუალებას, რომ კიდევ მოატყუოს ქართველი ხალხი - დავით ბაქრაძე

რუსთაველის გამზირზე გამართულ აქციაზე, რომელიც ამ წუთებში მიმდინარეობს, სხვა პოლიტიკურ პარტიებთან ერთად საპარლამენტო ოპოზიციის წევრებიც იმყოფებიან.

რუსთაველზე მისული "ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისათვის" თავმჯდომარე დავით ბაქრაძე აცხადებს, რომ 20 ივნისი ის ტკივილია, რომელიც დღემდე გრძელდება. 

"ჩვენ შარშან ვნახეთ, რომ საქართველოს ჰყავს საზოგადოება, რომელიც ამ ქვეყნის შეურაცხყოფას არ მოითმენს. ასევე ვნახეთ, რომ საქართველოს ჰყავს უთავმოყვარეო ხელისუფლება. მათ არავინ დაუსჯიათ 20 ივნისის დროს გადამეტებული ძალის გამოყენების გამო. მეტიც, ორი დღის წინ, გახარიამ გვითხრა, რომ თურმე მას საერთოდ არ აინტერესებს ისროდნენ თუ არა დამიზნებით. 

20 ივნისი ის ტკივილია, რომელიც დღემდე გრძელდება. ძალიან დიდი გამოწვევა იყო საზოგადოებისთვის, როდესაც 20 ივნისის შემდეგ გამოძიების ქვეშ უნდა ყოფილიყო გახარია და გარკვეულიყო, გასცა თუ არა მან ბრძანება დარბევის შესახებ, თუმცა, პირიქით მოხდა, დღეს ის პრემიერ-მინისტრია, რომელიც უტიფრად გვეუბნება, რომ თურმე მნიშვნელობა არ აქვს ბავშვებს თვალებში დამიზნებით ესროდნენ თუ არა,"- განაცხადა დავით ბაქრაძემ. 

"ევროპული საქართველოს" ლიდერი დავით ბაქრაძე ასევე განმარტავს, რომ სწორედ 20 ივნისის მოვლენები იყო მათი პარტიის გადაწყვეტილების მიზეზი, რომლის მიხედვითაც, მათ საკონსტიტუციო ცვლილებებზე ხმის მიცემა გადაწყვიტეს. 

არის მხოლოდ ერთი მიღწევა და ეს პროპორციული არჩევნებია, სადაც ჩვენ, პოლიტიკოსებს მაღალი პასუხისმგებლობა გვაქვს. ეს იყო იმის ერთ-ერთი მიზეზი, რომ ჩვენ ხვალ შევალთ და ერთი მოსმენით მხარს დავუჭერთ საკონსტიტუციო ცვლილებებს. ამით აღარ მივცემთ "ქართულ ოცნებას" იმის საშუალებას, რომ კიდევ მოატყუოს ქართველი ხალხი. 

დღის ამბები