29 ნოემბერი 2024,   21:32
ვრცლად
20 ივნისის დარბევას ვერც ერთ სხვა დარბევას ვერ შევადარებ - ლევან ბერძენიშვილი რუსთაველის გამზირზე მივიდა

რუსთაველის გამზირზე აქცია დაიწყო. ადგილზე იმყოფება "რესპუბლიკური პარტიის" ეროვნული კომიტეტის წევრი ლევან ბერძენიშვილი. მისი თქმით, ერთი წლის წინ ქართველმა ხალხმა პროტესტი გამოთქვა შეურაცხყოფის გამო და საკუთარმა ხელისუფლებამ რუსეთის ნაცვლად ისინი დასაჯა.

"ვაპროტესტებ იმას, რაც საქართველოს ხელისუფლებამ ზუსტად ერთი წლის წინ ჩაიდინა, როდესაც მან 1989 წლის 9 აპრილი გააგრძელა. 20 ივნისის დარბევას ვერც ერთ სხვა დარბევას ვერ შევადარებ. ქართველმა ხალხმა პროტესტი გამოთქვა შეურაცხყოფის გამო და რუსეთის ნაცვლად ისინი საკუთარმა ხელისუფლებამ დასაჯა. საერთოდ, საქართველოს ისტორიაში ბიძინა ივანიშვილი რომ ხელისუფალი აღმოჩნდა, ეს ისეთი გამოცანაა, რომელზეც წლები ვიმუშავებთ, რომ ამოვხსნათ და გავიგოთ როგორ მოხდა ასეთი შეუძლებელი რამ,"- განაცხადა რესპუბლიკური პარტიის ეროვნული კომიტეტის წევრმა ლევან ბერძენიშვილმა. 

დღის ამბები