29 ნოემბერი 2024,   21:28
ვრცლად
რუსთაველის გამზირზე აქცია, სადაც 20 ივნისის მოვლენებს გაიხსენებენ, უკვე დაიწყო

რუსთაველის გამზირზე აქცია დაიწყო. მომიტინგეები 2019 წლის 20 ივნისის მოვლენებს დღეს სიმბოლურად პარლამენტთან გაიხსენებენ. ეს  არის დღე, რომელმაც ქართული პოლიტიკური რეალობა შეცვალა. 

აქცია სახელწოდებით "ერთად ოკუპაციის წინააღმდეგ" სამოქალაქო მოძრაობა "სირცხვილიასა“ და "გაბედეს" ორგანიზებით იმართება, რომელსაც ოპოზიციაც ესწრება. აქციის ორგანიზატორები რუსთაველის გამზირზე მისულ მოქალაქეებს შორის დისტანციის დაცვას ცდილობენ. აქტივისტებმა ტერიტორიაზე სპეციალური სტიკერები გააკრეს, იმისათვის, რომ აქციაში მონაწილეებმა სოციალური დისტანცირების წესი დაიცვან. სტიკერებზე გამოსახულია რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი, რომელსაც სახეზე ფეხსაცმლის სისხლისფერი ანაბეჭდი აქვს.

ზუსტად ერთი წლის წინ, ამ დროს, საკანონმდებლო ორგანოსთან ათასობით მომიტინგე უკვე სკანდირებდა სიტყვებს - "რუსეთი ოკუპანტია!" გულწრფელი პროტესტის მონაწილეები უკმაყოფილებას გამოთქვამდნენ იმის გამო, რომ ოკუპანტი გავრილოვი პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელში ჩაჯდა და სხდომათა დარბაზში შეკრებილებს ოკუპანტის ენაზე, რუსულად, მიმართა.

დღის ამბები