29 ნოემბერი 2024,   20:39
ვრცლად
ვფიქრობ, გიორგი გახარია იმსახურებს რომ "ქართული ოცნების" სიის პირველი ნომერი იყოს - არჩილ თალაკვაძე

"ღამის კურიერის“ წამყვანის კითხვაზე, შეიძლება თუ არა საზოგადება გიორგი გახარია პირველ ნომრად იხილოს, არჩილ თალაკვაძე ამბობს, რომ გიორგი გახარია იმსახურებს, რომ "ქართულ ოცნების" სიის პირველი ნომერი იყოს.

პარლამენტის თავმჯდომარე ამბობს, რომ გიორგი გახარიამ პანდემიის პირობებში, პროცესების ეფექტურად მართვა შეძლო და მოახერხა, რომ ქვეყანაში  ვირუსის გავრცელების შეკავება მოხდა.

“მე ვფიქრობ, ის იმსახურებს რომ "ქართული ოცნების" სიის პირველი ნომერი იყოს, თუმცა გადაწყვეტილება არის გუნდის მისაღები და ეს არის გადაწყვეტილება, რომელსაც ჩვენ ივლის-აგვისტოში გავახმოვანებთ, მას შემდეგ, რაც სიის ფორმირება დასრულდება.

ჩვენი ქვეყნისთვის ძალიან რთულ მომენტში, პრაქტიკულად, ეგზისტენციური გამოწვევის წინაშე იდგა ქვეყანა, ესა არის კოვიდ-19, ეს არის პანდემია, მან უზრუნველყო პროცესების ეფექტური მართვა, ყველა სტრუქტურის ჩართულობა, კოორდინაცია, მან უზრუნველყო ის, რომ ქვეყანაში მოხდა ვირუსის გავრცელების შეკავება და ქვეყანამ დროულად შეძლო დაბრუნდებოდა ისეთ ამოცანებს, როგორიც არის ეკონომიკის სტაბილიზაცია და მისი აღდგენა.“ - აცხადებს არჩილ თალაკვაძე.  

 

დღის ამბები