29 ნოემბერი 2024,   20:29
ვრცლად
ჩვენ დავპირდით საზოგადოებას, რომ საქართველო გადავიდოდა არჩევნების პროპორციულ სისტემაზე, დაპირება შესრულებულია - არჩილ თალაკვაძე

როგორი ფორმატით ჩატარდება 2020-ის საპარლამენტო არჩევნები? -ამ კითხვით "ღამის კურიერის" წამყვანმა პარლამენტის თავმჯდომარეს არჩილ თალაკვაძეს მიმართა.

"ჩვენ დავპირდით საზოგადოებას, რომ საქართველო გადავიდოდა არჩევნების პროპორციულ სისტემაზე. ეს დაპირება არის შესრულებული და ჩაწერილია კონსტიტუციაში. ეს გადაწყვეტილება მიიღო "ქართულმა ოცნებამ" პირველად, საქართველოს ისტორიაში, ხელისუფლებაში ყოფნის დროს. 

2024 წელს კი, ჩვენ სრულად გადავალთ პროპორციულ სისტემაზე. 2020 წელს კი ჩვენი პოლიტიკური ინიციატივა იყო თარიღის შეცვლაზე. სამწუხაროდ, ეს ინიციატივა პარლამენტში ჩავარდა, რასთან დაკავშირებითაც ჩვენ პოლიტიკურ პასუხისმგებლობას ვგრძნობთ,"- ამბობს  არჩილ თალაკვაძემ.

რას გულისხმობთ, როდესაც ამბობთ, რომ პოლიტიკურ პასუხისმგებლობას აცნობიერებთ? - აღნიშნულ შეკითხვაზე პარლამენტის თავმჯდომარემ უპასუხა, რომ პოლიტიკური პასუხისმგებლობის გააზრებაში მოიაზრებს ყველაფერს, რაც უმრავლესობაში შიდა გუნდში მოხდა.

"ეს ნიშნავს იმას, რომ მას შემდეგ ყველაფერი გავაკეთეთ, რომ უმრავლესობაში, შიგნით, მოგვეხდინა ხელახალი კონსოლიდაცია. ჩვენ კი უკვე მზად ვართ, რომ პროპორციულთან მიახლოებულ სისტემას მხარი დავუჭიროთ, განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

ამასთან, არჩილ თალკავაძემ განაცხადა, რომ დღეის მონაცემებით ცვლილებას 92 დეპუტატი უჭერს მხარს.

"დღეის მონაცემებით ამ ცვლილებებს 92 დეპუტატი მხარდაჭერა აქვს. კენჭისყრა არის 21-ში. მე ამისთვის სპეციალურად მოვიწვიე რიგგარეშე სხდომა, რომ პირობა შევასრულო დროულად და საგაზაფხულო სესიის ფარგლებში დავხუროთ ეს საკითხი,"- განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

დღის ამბები