29 ნოემბერი 2024,   20:50
ვრცლად
მმართველი პარტიის პირობა და ოპოზიციის უარი - რა სისტემით ჩატარდება 2020 წლის არჩევნები, საკონსტიტუციო ცვლილებებამდე 2 დღე დარჩა

საკონსტიტუციო ცვლილებების კენჭისყრამდე ორი დღით ადრე, პოლიტიკური დიალოგის მონაწილე ელჩებმა ერთობლივი განცხადება გამოაქვეყნეს. დიპლომატები 8 მარტის შეთანხმების ყველა ხელმომწერს მოუწოდებენ, საკონსტიტუციო ცვლილებების კენჭისყრაში მიიღონ მონაწილეობა.

შეთანხმების სრულყოფილად შესრულებაზე ელჩების მოწოდება "ქართულ ოცნებასა" და ოპოზიციაში ტრადიციულად სხვადასხვანაირად გაიგეს. ოპოზიციის წევრები თვლიან, რომ ფასილიტატორი ელჩების განცხადება მიუთითებს ხელისუფლების მხრიდან 8 მარტის შეთანხმების შეუსრულებლობაზე, რაც მათი თქმით, გიორგი რურუას გათავისუფლება იყო.

თუ ოპოზიცია ელჩების მოწოდებას არ გაითვალისწინებს და კენჭისყრაში მონაწილეობას არ მიიღებს ქართულ ოცნებაში ვარაუდობენ, რომ კონსტიტუცია მაინც შეიცვლება. ამ შემთხვევაში უმრავლესობას დამოუკიდებელი დეპუტატებისა და პატრიოტთა ალიანსის იმედი აქვს - საბოლოო პოზიციები მმართველმა გუნდმა დღეს პარტიის ოფისში უმრავლესობის სხდომაზე შეაჯამა, სხდომას კახი კალაძეც ესწრებოდა. წინა შემთხვევისგან განსხვავებით სიურპრიზებს გამორიცხავს ე.წ ამბოხებული მაჟორიტარი დიმიტრი ხუნდაძე.

პარტიის ოფისიდან საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვამ დღესვე პარლამენტში გადმოინაცვლა. პირველივე საკომიტეტო განხილვაზე საკანონდებლო ცვლილებებმა სრული მხარდაჭერა მიიღო. განხილვის მთავარი მიმართულება აქაც მათემატიკა იყო - რამდენი გარანტირებული ხმა აქვს კონსტიტუციას, ამაზე დღეს შეკითხვები დამოუკიდებელმა დეპუტატებმა დასვეს.

მთავარი კენჭისყრა კვირას გაიმართება. ცვლილებებისთვის საჭირო 113-დან, გარანტირებულად არსებობს უმრავლესობის 92 წევრისა და 25 დამოუკიდებელი დეპუტატის ხმა, ამ მოცემულობით საარჩევნო სისტემა ოპოზიციის ბოიკოტის მიუხედავად მაინც შეიცვლება.

დღის ამბები