29 ნოემბერი 2024,   20:30
ვრცლად
საქართველოში კორონავირუსის დადასტურებულ შემთხვევათა რაოდენობა 1-ით გაიზარდა და მონაცემი 896 გახდა

საქართველოში კორონავირუსის დადასტურებულ შემთხვევათა რაოდენობა 1-ით გაიზარდა და 896-ს შეადგენს. ინფორმაცია stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა.

გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა კვლავ უცვლელი რჩება და მონაცემი 741-ს შეადგენს.

კარანტინის რეჟიმში მყოფთა რაოდენობა 36-ით გაიზარდა და 2891-ს შეადგენს, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ 256 ადამიანი იმყოფება.

ქვეყანაში COVID-19-ის ინფექციით 14 პაციენტი გარდაიცვალა.

დღის ამბები