29 ნოემბერი 2024,   20:30
ვრცლად
COVID -19-ის თავდაპირველმა წარმატებამ საქართველოს შესაძლოა გრძელვადიანი სარგებელი მოუტანოს - შეინ როზენტალი

COVID -19-ის თავდაპირველმა წარმატებამ საქართველოს, შესაძლოა, გრძელვადიანი სარგებელი მოუტანოს – ამის შესახებ აზიის განვითარების ბანკის (ADB) საქართველოს მუდმივი წარმომადგენლობის დირექტორი შეინ როზენტალი წერს.​ 

ADB-ის წარმომადგენელი აზიის განვითარების ბანკის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებულ ბლოგში ხაზს უსვამს, რომ პანდემიის წინააღმდეგ ქვეყნის რეაგირება იყო აღსანიშნავად კარგი და საქართველოს მთელი კავკასიისა და ცენტრალური აზიის რეგიონში ინფიცირების ახალი შემთხვევების ერთ-ერთი ყველაზე დაბალი მაჩვენებელი აქვს.

"ყველა საერთაშორისო ორგანიზაცია აღიარებს რომ საქართველოს აქვს მნიშვნელოვნად დადებითი შედეგები არა მხოლოდ COVID-19-ის პანდემიის შეკავებასთან დაკავშირებით, არამედ კონკრეტულ ეკონომიკურ გეგმასთან მიმართებაში. საერთო ჯამში ეს არის ერთიანი ძალისხმევა, რომელმაც მოგვცა ძალიან პოზიტიური და იმედის მომცემი შედეგები და ჩვენ შევძლებთ, რომ რაც შეიძლება სწრაფად დავაბრუნოთ ჩვენო ეკონომიკა განვითარების იმ ეტაპზე, რომელიც პანდემიამდე არსებობდა," - განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.

დღის ამბები