29 ნოემბერი 2024,   21:37
ვრცლად
იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა საკონსტიტუციო ცვლილებებს მხარი დაუჭირა

იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტს მხარი დაუჭირა. კანონპროექტს 11-მა წევრმა დაუჭირა მხარი.

სხდომას საპარლამენტო უმრავლესობისა და ფრაქცია "დამოუკიდებელი დეპუტატების" წევრები, ასევე დეპუტატი ეკა ბესელია ესწრებოდნენ.

განხილვისას აღინიშნა, რომ საკონსტიტუციო ცვლილებებს "ქართული ოცნების" 92 დეპუტატი გარანტირებულად უჭერს მხარს. პროექტის მხარდაჭერა დაადასტურეს ასევე "დამოუკიდებელი დეპუტატების" წევრებმა. მათი განცხადებით, საარჩევნო სისტემის ცვლილებას პლენარულ სხდომაზე ფრაქციის 7-ივე წევრი დაუჭერს მხარს.

სხდომას არ დასწრებიან "ნაციონალური მოძრაობის" და "ევროპული საქართველოს" წევრები.

საკონსტიტუციო ცვლილებების პირველი მოსმენით პლენარულ სხდომაზე განხილვა და კენჭისყრა 21 ივნისს მოხდება.

დღის ამბები