29 ნოემბერი 2024,   21:49
ვრცლად
ბოლნისის მუნიციპალიტეტში კორონავირუსით ინფიცირების ერთი ახალი შემთხვევა დადასტურდა

ბოლნისის მუნიციპალიტეტში კორონავირუსით ინფიცირების ერთი ახალი შემთხვევა დადასტურდა.

ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიაში სოფელ სავანეთში COVID-19-ის შემთხვევის დაფიქსირებას ადასტურებენ. ინფიცირებული ქალია. პირველადი ტესტი ჩაუტარდა მის მცირეწლოვან შვილსაც, რომელსაც ტემპერატურა აღენიშნება. პირველადი ტესტით მოზარდს ვირუსი არ დაუდასტურდა. მას განმეორებითი PCR ტესტი ჩაუტარდება.

სოფელ სავანეთში ამჟამად ეპიდემიოლოგები მუშაობენ. მიმდინარეობს დედა-შვილთან ახლო კონტაქტში მყოფი პირების მოძიება. სამი პირის ბიოლოგიური მასალა ლუგარის ლაბორატორიაში უკვე გადაიგზავნა.

"სოფელი სავანეთიდან დედა-შვილი იმყოფებოდა პედიატრიულ კლინიკაში. ბავშვი არის ორწლინახევრის, რომელსაც არ დაუდასტურა, თუმცა საეჭვო ნიშნები აქვს და ხელმეორედ იქნა აღებული ნიმუში. ხვალ იქნება მისი პასუხი. ქალბატონს დაუდასტურდა და გადაყვანილია თბილისში სამკურნალო დაწესებულებაში.

მისი ოჯახის 3 წევრის ნიმუშები იქნა აღებული. პირველწყაროს ძიება მიმდინარეობს," - აცხადებს ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერი დავით შერაზადიშვილი.

დღის ამბები