29 ნოემბერი 2024,   21:29
ვრცლად
მაიკ პომპეო პრეზიდენტის ყოფილ მრჩეველს, ჯონ ბოლტონს მოღალატეს უწოდებს

შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა, მაიკ პომპეომ დონალდ ტრამპის ყოფილ მრჩეველ ჯონ ბოლტონს მოღალატე, ხოლო მის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას - სიცრუე უწოდა. ამ სიტყვებით სახელმწიფო მდივანი პრეზიდენტის ყოფილი მრჩევლის მიერ გამოქვეყნებულ მემუარებს გამოეხმაურა, რომელშიც ტრამპის მიმართ არაერთი კრიტიკული შენიშვნა არის გამოთქმული.

პომპეოს განცხადებით, ბოლტონმა საკუთარი ქმედებებით შეერთებულ შტატებს მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენა.

აშშ-ს იუსტიციის დეპარტამენტში დაწყებულია ბოლტონის მემუარების საქმეზე გამოძიება , იმისათვის რომ დადგინდეს, მოხდა თუ არა ყოფილი მრჩევლის მხრიდან მემუარების წერის დროს საიდუმლო ინფორმაციის გაუვრცელებლობის შესახებ კანონის დარღვევა

დღის ამბები