შეერთებული შტატების უზენაესმა სასამართლომ დონალდ ტრამპის ინიციატივა, შეეწყვიტა პროგრამა, რომელიც ახალგაზრდა ემიგრანტებს დეპორტაციისგან იცავს, უკანონოდ ცნო. სასამართლომ მიიჩნია რომ ტრამპის ადმინისტრაციამ პროგრამის გაუქმებასთან დაკავშირებით ვერ წარადგინა ადეკვატური განმარტება.
სასამართლოს გადაწყვეტილებას აშშ-ის პრეზიდენტი ტვიტერით გამოეხმაურა და მას პოლიტიკურად მოტივირებული უწოდა .