29 ნოემბერი 2024,   22:34
ვრცლად
"რეპორტიორები საზღვრებს გარეშე" საქართველოს ხელისუფლებას გიორგი გაბუნიას მკვლელობის მცდელობის საქმის საფუძვლიანი და გამჭვირვალე გამოძიებისკენ მოუწოდებს

საერთაშორისო ორგანიზაცია "რეპორტიორები საზღვრებს გარეშე" საქართველოს ხელისუფლებას გიორგი გაბუნიას მკვლელობის მცდელობის საქმეზე საფუძვლიანი და გამჭვირვალე გამოძიების ჩატარებისკენ მოუწოდებს.

ორგანიზაციის განცხადებაში აღნიშნულია, რომ პუტინის ახლო მოკავშირე რამზან კადიროვი ჟურნალისტებს ხშირად ემუქრება და კრიტიკულად განწყობილი პირების გაჩუმებას ცდილობს.

ორგანიზაციის აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის განყოფილების ხელმძღვანელი მთავრობას მოუწოდებს საქმე რუსეთის ხელისუფლებისგან დამოუკიდებლად გამოიძიოს.

დღის ამბები