29 ნოემბერი 2024,   21:37
ვრცლად
საკონსტიტუციო ცვლილებებს, გარანტირებულად, სამი მოსმენით მივიღებთ - მამუკა მდინარაძე

მმართველ გუნდში ამბობენ, რომ საკონსტიტუციო ცვლილებებს აბსოლუტური უმრავლესობით დაუჭერენ მხარს, რის შემდეგაც კანონპროექტს, გარანტირებულად სამი მოსმენით მიიღებენ.

"უმრავლესობის 92 დეპუტატი მხარს უჭერს საქართველოს კონსტიტუციურ ცვლილებებს, ჯერი კი იმ ადამიანებზე, რომლებმაც თავიდან ღიად განაცხადეს, რომ ხარს უჭერდნენ ცვლილებებს. გარანტირებულად, სამი მოსმენით, ჩვენ საკონსტიტუციო ცვლილებებს მივიღებთ," - აცხადებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი მამუკა მდინარაძე. 

სოფო კილაძეს კი იმედი აქვს, რომ ცვლილებებს მმართველ გუნდთან ერთად ის ოპოზიციური ნაწილიც მხარს დაუჭერს, რომლებმაც ცვლილებების მხარდაჭერის მზადყოფნა გამოთქვა.

"ეს ისეთი საკითხია, სადაც გადაწყვეტილება გუნდურად უნდა მივიღოთ და დარწმუნებული ვარ, ჩვენი გუნდის აბსოლუტური უმრავლესობა მას მხარს დაუჭერს, ისევე, როგორც ოპოზიციის სხვა ნაწილი, რომლებმაც ცვლილებების მხარდაჭერის მზადყოფნა გამოთქვა,"- აღნიშნავს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე სოფო კილაძე. 

 

დღის ამბები