29 ნოემბერი 2024,   21:44
ვრცლად
უკრაინულ საიტზე Obozrevatel გამოქვეყნდა აუდიოჩანაწერი, რომელშიც სავარაუდოდ მიხეილ სააკაშვილი და ზურაბ ადეიშვილი ფიგურირებენ

უკრაინული საიტი Obozrevatel აქვეყნებს აუდიოჩანაწერს, რომელიც, გამოცემის მტკიცებით, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილისა და ყოფილი მთავარი პროკურორის ზურაბ ადეიშვილის სატელეფონო დიალოგს ასახავს.

აუდიოჩანაწერში, რომლის ავთენტურობაც დადეგნილი არ არის, საუბარია ნიკა გვარამიასა და გიორგი გაბუნიაზე.

გამოცემა წერს, რომ მიხეილ სააკაშვილმა და ნიკა გვარამიამ გიორგი გაბუნიას დაგეგმილი მკვლელობის შესახებ იცოდნენ, თუმცა ამის შესახებ ხელისუფლებას არ აცნობეს. 

ცნობისთვის, მიხეილ სააკაშვილის სატელეფონო საუბრები, რომელთა ავთენტურობაც დადგენილი არ არის, უკრაინულ საიტებზე სხვა დროსაც გამოქვეყნებულა.

დღის ამბები