29 ნოემბერი 2024,   21:26
ვრცლად
მარინა ეზუგბაიას ინფორმაციით, კორონავირუსის 2 ახალი შემთხვევიდან ერთი უკვე არსებული პაციენტის კონტაქტია, ხოლო მეორე - იმპორტირებული

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს კლინიკური დირექტორის, მარინა ეზუგბაიას ინფორმაციით ბოლო 24 საათში გამოვლენილი კორონავირუსით ინფიცირებული 2 ახალი პაციენტიდან ერთი ​დადასტურებული შემთხვევის კონტაქტია. მისივე ინფორმაციით, მეორე შემთხვევა იმპორტირებულია.

შეგახსენებთ, რომ საქართველოში კორონავირუსის დადასტურებულ შემთხვევათა რაოდენობა  2-ით გაიზარდა და 895 შეადგენს. 

2-ით გაიზარდა გამოჯანმრთელებულთა რაოდენობაც  და ამ დროისთვის 741-ია.

კარანტინის რეჟიმში იმყოფება 2855 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ 264.

ქვეყანაში COVID-19-ის ინფექციით 14 პაციენტი გარდაიცვალა.

დღის ამბები