29 ნოემბერი 2024,   22:42
ვრცლად
ქუთაისის ინფექციურში კორონავირუსით ინფიცირებული კიდევ ერთი პაციენტი შეიყვანეს

ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოს COVID 19-ის დიაგნოზით ერთი პაციენტი დაემატა. 

41 წლის ქალი ბათუმიდან გადაიყვანეს. პაციენტს თურქეთში მოგზაურობის ისტორია აქვს. კლინიკის ექიმის, თემურ ნადირაძის ინფორმაციით, გადაყვანა პაციენტის სურვილით მოხდა. მისი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. 

სტაციონარში, ამ დროისთვის, COVID 19-ის დიაგნოზით 7 პაციენტი მკურნალობს.

დღის ამბები