29 ნოემბერი 2024,   21:51
ვრცლად
კორონავირუსის დადასტურებულ შემთხვევათა რაოდენობა 2-ით გაიზარდა

საქართველოში კორონავირუსის დადასტურებულ შემთხვევათა რაოდენობა  2-ით გაიზარდა და  895 შეადგინა. ინფორმაცია stopcov.ge ცოტა ხნის წინ განახლდა.

2-ით გაიზარდა გამოჯანმრთელებულთა რაოდენობაც  და ამ დროისთვის 741-ს შეადგენს.

კარანტინის რეჟიმში იმყოფება 2855  ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ 264.

ქვეყანაში COVID-19-ის ინფექციით 14 პაციენტი გარდაიცვალა.

დღის ამბები