29 ნოემბერი 2024,   21:28
ვრცლად
საარჩევნო რეფორმასთან დაკავშირებით გაფორმებული შეთანხმების ამოქმედებას ევროკავშირი თვალს მიადევნებს - შარლ მიშელი

ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტი საქართველოში 8 მარტს მიღწეულ შეთანხმებას მიესალმება. შარლ მიშელის განცხადებით, პარტიებს შორის საარჩევნო რეფორმასთან დაკავშირებით გაფორმებული შეთანხმების ამოქმედება მნიშვნელოვანი იქნება და ევროკავშირი ქვეყანაში მოვლენების განვითარებას თვალს მიადევნებს.

ამასთან, ევროკომისიის პრეზიდენტის, ურსულა ფონ დერ ლაიენის თქმით, ევროკავშირი მხარს დაუჭერს საქართველოში ინსტიტუტების გაძლიერებას, კარგი მმართველობის განვითარებასა და კანონის უზენაესობის დაცვას. მისივე თქმით, ეკონომიკური მდგომარეობის გასაუმჯობესებლად გააქტიურდება საქართველოსთან ვაჭრობა და ინვესტიციების დაბანდება.

დღის ამბები