29 ნოემბერი 2024,   20:36
ვრცლად
აქვს თუ არა COVID - 19 სატვირთო ავტომობილის მძღოლს - ანალიზის პასუხები ხვალ გახდება ცნობილი

სატვირთო მანქანის მძღოლის ანალიზის საბოლოო პასუხი, რომელიც ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაბეღლავში, კომპანია "წყალი მარგებელში" იმყოფებოდა, ხვალ ლუგარის ლაბორატორიიდან გახდება ცნობილი.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გურიის განყოფილების ინფორმაციით, აღნიშნულ პირს 9 ივნისს ჩატარებული კვლევის შედეგად COVID -19 არ აღმოაჩნდა. 10 ივნისს ის ჩოხატაურში "წყალი მარგებელში" ჩავიდა, საიდანაც პროდუქცია წაიღო. მორიგი გეგმიური გადამოწმებისას 14 ივნისს მძღოლს COVID- 19 ისევ არ დაუდგინდა, თუმცა 16 ივნისს PCR ტესტმა დადებითი პასუხი აჩვენა.

"სოფელ ნაბეღლავში განგაშის საფუძველი არ არსებობს. მძღოლს არ ჰქონია კონტაქტი არავისთან, ავტომანქანიდან არ ჩამოსულა და მალევე განაგრძო გზა. თუმცა ეპიდკვლევა მაინც მიმდინარეობს, რათა ყველა ნიუანსი ვიცოდეთ," - განაცხადა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გურიის განყოფილების უფროსმა არჩილ მჟავიამ.

მძღოლი, რომელიც საერთაშორისო გადაზიდვებზე მუშაობდა, მჟავიას განცხადებით, თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში იმყოფება და საბოლოო, დაზუსტებულ პასუხს, აქვს თუ არა COVID - 19 ხვალ ელოდება.

დღის ამბები