29 ნოემბერი 2024,   20:28
ვრცლად
ახალი პლატფორმა, როგორც პოლარიზებული პოლიტიკური გარემოს ალტერნატივა - რომელ პოლიტიკოსებს გააერთიანებს ახალი ინიციატივა

ახალი პოლიტიკური პლატფორმის შემქმნელები: ანა დოლიძე, ალეკო ელისაშვილი და ლევან კობერიძე საკუთარ პლატფორმას პოლარიზებული გარემოს ალტერნატივად მოიაზრებენ. მიზნები საერთო აქვთ, საარჩევნო გეგმებზე წინასწარ არ საუბრობენ, თუმცა უკვე იციან, ვის ისურვებდნენ პოლიტიკურ პარტნიორებად.

პერსპექტივაში თანამოაზრეა, თუმცა თავად ახალი პლატფორმის შექმნის შესახებ მედიისგან შეიტყო პარლამენტის დამოუკიდებელმა წევრმა დიმიტრი ცქიტიშვილმა. უმრავლესობიდან წასული დეპუტატების ნაწილი ახალ პოლიტიკურ გუნდთან კონსულტაციებს ადასტურებს, ნაწილი - არა, თუმცა, არც გამორიცხავს.

ახალ პლატფორმასთან დაწყებულ აზრთა გაცვლა-გამოცვლას სამომავლო თანამშრომლობით გააგრძელებს პარტია "ლელო," სადაც საარჩევნოდ ძალების კონსოლიდაციასაც არ გამორიცხავენ.

ანა დოლიძის გულწრფელობის არ სჯერა მის კოლეგას, იუსტიციის საბჭოს არამოსამართლე წევრ ნაზი ჯანეზაშვილს. მას მიაჩნია, რომ ანა დოლიძეს საბჭოში საქმიანობის გაგრძელების არც სამართლებრივი და არც მორალური უფლება აღარ აქვს. დოლიძე ჯანეზაშვილს ერთად გაკეთებულ განცხადებებს ახსენებს და ბრალს სდებს იმაში, რაშიც საბჭოში საქმიანობის პერიოდში სხვებს ადანაშაულებდნენ.

ახალი პლატფორმის მემორანდუმს ჯერ მხოლოდ ოთხი ხელმომწერი ჰყავს. არჩევნების მოახლოებასთან ერთად რაოდენობა შესაძლოა შეიცვალოს, ისევე, როგორც გაერთიანების სტატუსი.

დღის ამბები