29 ნოემბერი 2024,   20:35
ვრცლად
4 წლის მსხვერპლი და 55 წლის მოძალადე - როგორ იტყუებდა მეზობელი მცირეწლოვანს საკუთარ ბინაში გარყვნილი ქმედების განზრახვით

4 წლის გოგონა 55 წლამდე მამაკაცის პირისპირ უძლური აღმოჩნდა და გარყვნილი ქმედების ობიექტი ორჯერ გახდა. მოზარდი საკუთარმა მეზობელმა სახლში იძულებით შეიყვანა და მასზე ძალადობა სცადა. ამისთვის კი დანაშაულში მხილებული შუახნის მამაკაცი საძილე პრეპარატს იყენებდა. თავის დაღწევა არასრულწლოვანმა მხოლოდ მაშინ მოახერხა, როცა ბავშვს ოჯახის წევრებმა ძებნა დაუწყეს.

4 წლის გოგონას საკუთარი ოჯახის წევრებმა არ დაუჯერეს იქამდე, ვიდრე იმავე სცენარით იმავე მეზობელმა დანაშაული არ გაიმეორა. პირველი შემთხვევიდან დახლოებით ორ კვირაში, მაშინ, როცა ბავშვი სახლში ბრუნდებოდა, მოულოდნელად მისი კვალი სადარბაზოს მეორე სართულზე გაქრა. იქ, სადაც სავარაუდო მოძალადე ცხოვრობდა. 55 წლამდე მამაკაცმა ბავშვზე სექსუალური ძალადობა იმ დროს სცადა, როცა დამნაშავის დედა სახლში იყო. სწორედ დანაშაულში მხილებული მამაკაცის მშობელმა გადაარჩინა მოზარდი, რომელიც შველას ითხოვდა.

ბრალდებული საკუთარი დედის მამხილებელი ჩვენების საფუძველზე დააკავეს. მიუხედავად იმისა, რომ ძალადობაში დადანაშაულებული მამაკაცი მშობელს სიცოცხლის მოსპობითაც დაემუქრა, საქმე პოლიციამდე მაინც მივიდა. თუმცა ბრალდებულის და ოფიციალურ ვერსიას უნდობლობას უცხადებს და მომხდარს საკუთარი ვერსიით ხსნის.

ბრალდებულის დის კატეგორიული უარყოფის მიუხედავად, დაკავებულს დანაშაულს 6 ეპიზოდზე ედავებოდნენ. გარყვნილი ქმედების გარდა, საქმეში ფიგურირებს ისეთი დანაშაულები, როგორიცაა ძალადობა და მუქარა ოჯახის წევრზე, ასევე ცივი იარაღის ტარება. ოჯახური ძალადობის ფაქტებს ადასტურებენ მეზობლებიც.

დღის ამბები