29 ნოემბერი 2024,   20:52
ვრცლად
"როდესაც ევროკავშირი საზღვრებს გახსნის, ვიმედოვნებ, საქართველოსაც ვიხილავთ უსაფრთხო ქვეყნების სიაში" - პრემიერი აღმოსავლეთ პარტნიორობის ლიდერთა სამიტზე 

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ აღმოსავლეთ პარტნიორობის ლიდერთა სამიტზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ ქვეყანა საზღვრების ეტაპობრივი და ფრთხილი გახსნისთვის ემზადება. პრემიერმა პანდემიასთან ბრძოლის პროცესში საქართველოს წარმატებაზე გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ ახლა გამოწვევების შესაძლებლობად გადაქცევის დროა.

"ახლა, როდესაც მოხსნილი გვაქვს თითქმის ყველა შეზღუდვა, ვემზადებით საზღვრების ეტაპობრივი და ფრთხილი  გახსნისთვის; ამავდროულად, როდესაც ევროკავშირის წევრი სახელმწიფოები გადაწყვეტენ საზღვრების ეტაპობრივ გახსნას,  ვიმედოვნებ, საქართველოსაც ვიხილავთ უსაფრთხო ქვეყნების სიაში არა მხოლოდ  იმის გამო, რომ მჭიდრო პარტნიორები ვართ, არამედ ძირითადად იმიტომ, რომ უსაფრთხო პარტნიორი ვართ.
ჩვენი მიზანია, შემდგომი ინვესტიციები განვახორციელოთ დემოკრატიული და ეკონომიკური რეფორმების განხორციელებაში, მაშინაც კი, როდესაც შემოდგომაზე დაგეგმილი საპარლამენტო არჩევნებისთვის ვემზადებით"-- განაცხადა გიორგი გახარიამ.

პრემიერ-მინისტრმა, სიტყვით გამოსვლისას ყურადღება გაამახვილა აღმოსავლეთ პარტნიორობის ინიციატივის მნიშვნელობაზე და აღნიშნა, რომ საქართველოს მიზანია ევროკავშირში სრული ინტეგრაცია.

"ჩვენ უფრო დიდი მიზნები გვჭირდება. იმედი გვაქვს, ევროკავშირი მხარს დაუჭერს ევროკავშირის ერთიან ბაზარზე ჩვენს ეტაპობრივ ინტეგრაციას, რომელიც მთავარი სამიზნე ორიენტირი იქნება აღმოსავლეთ პარტნიორობისთვის; ველით, რომ პარტნიორების ინტერესებსა და წინსვლაზე დაფუძნებული მიდგომა შენარჩუნდება - ეს შეიძლება გულისხმობდეს ქვეყნებთან ახალ ფორმატში მუშაობას, დარგობრივი დიალოგის ხელშეწყობას; საჭიროა სატრანსპორტო და საკომუნიკაციო კავშირების ხელშეწყობა, სადაც კონკრეტული აქცენტი შავი ზღვის რეგიონის პოტენციალზე გაკეთდება. ეს ერთ-ერთი სამიზნე ორიენტირი უნდა იყოს, რეგიონში ეკონომიკური კეთილდღეობის სტიმულირებისთვის, ისევე როგორც - ევროკავშირისა და აზიის სატრანსპორტო და საკომუნიკაციო კავშირებთან დაკავშირებული მიზნების დაკმაყოფილებისთვის; სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ხელყოფა ჩვენი რეალობაა, რასაც მწვავე შედეგები აქვს რეგიონის უსაფრთხოებაზე. ჩვენ  ევროკავშირის მხარდაჭერის იმედი გვაქვს საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის პრინციპის დაცვის საქმეში, მეტი ჩართულობით კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების საქმეში - როგორც საქართველოში, ასევე  პარტნიორობის არეალში",- განაცხადა პრემიერმა.

შეხვედრაში, რომელიც ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელისა და ევროკომისიის პრეზიდენტ ურსულა ფონ დერ ლაიენის ხელმძღვანელობით გაიმართა, ევროკავშირისა და აღმოსავლეთ პარტნიორობის წევრი ქვეყნების ლიდერები და მთავრობის მეთაურები მონაწილეობდნენ.

დღის ამბები